Thursday, June 20, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს  ეფექტური  და გაწაფული კითხვის უნარები




ავტორი:
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის
საჯარო სკოლის  მასწავლებელი
შორენა მუზაშვილი



სარჩევი:


შესავალი (პრობლემის აქტუალურობა, კვლევის მიზანი, ძირითადი დასკვნები);--------2

თავი I.  ლიტერატურის მიმოხილვა; ---------------------------------------------------6

თავი II.კვლევის დიზაინი ----------------------------------------------------------------8
          2.1. საკვლევი თემის განსაზღვრა---------------------------------------------------8
          2.2. საკვლევი საკითხები-------------------------------------------------------------8
თავი  III. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი----------------------------------------9
           3.1. კვლევის მეთოდები--------------------------------------------------------------9
           3.2. მონაცემთა ანალიზი------------------------------------------------------------10
           3.3. განხორციელებული ინტერვენცია--------------------------------------------15
თავი IV. ქმედების/ინტერვენციების შედეგების შეფასება--------------------------16
           4.1. ინტერვენციების ანალიზი და მათი შედეგები------------------------------16
           4.2. რეკომენდაციები----------------------------------------------------------------17
თავი V. დასკვნები-------------------------------------------------------------------------19
          5.1. მიღებული შედეგების შეჯამება-----------------------------------------------19
          5.2. მომავალი კვლევის მნიშვნელოვანი საკითხები-----------------------------19
თავი VI. ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------------20
თავი VII. დანართი ------------------------------------------------------------------------21
          რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ-------------------------32


               შესავალი:
                 
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის პირველ  კლასში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში განვახორციელე პედაგოგიური კვლევაჩემ მიერ არჩეული კვლევის  მიმართულება, ჩემივე პრაქტიკიდან გამომდინარეობს.
   საკვლევი საკითხი იყო ეფექტური და გაწაფული კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში. ნაშრომში წარმოდგენილია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიმოხილვა, აღწერილია კვლევის ეტაპები: პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება, მათი შეფასება.
       ეფექტური და გაწაფული კითხვის უნარის ჩამოყალიბებას დაწყებით კლასებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კლასიდან კლასში გადასვლასთან ერთად საგრძნობლად მატულობს ტექსტების მოცულობა  და ათასობით სიტყვას მოიცავს. მოსწავლე, რომელსაც უჭირს გამართული კითხვა, ვერ ზრდის კითხვის სიჩქარეს, შესაბამისად დიდ დრო ეხარჯება წაკითხვაზე და შესაბამისად ვერ ასწრებს გაგება-გააზრებასკითხვის პროცესი დამღლელია ხდება, რაც იწვევს იმას, რომ მოსწავლე არ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურასწიგნებთან დამეგობრებას ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. განათლებული საზოგადოება წიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია.
              წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩემ მიერ განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. მასში მოცემულია ინფორმაცია ჩემი პირველი  კლასის შესახებ, განსაზღვრულია კვლევის მიზანი და ამოცანები. განსაზღვრულია პრაქტიკული კვლევის არსი და მისი სკოლაში დანერგვის პრაქტიკა. გაწაფულ კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში კითხვის უნარის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი კითხვის უნარის სათანადოდ დაუფლება. მაქვს შესაძლებლობა, რომ კვლევა საკუთარი ძალებით განვახორციელო
     კვლევის ჩასატარებლად დამჭირდა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან , მშობლებთან თანამშრომლობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის დასანერგად. კვლევის პროცესი საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის ჩემს ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკას, კიდევ უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მივიღებ გაწაფული კითხვის უკეთ სწავლებისათვის. კვლევა დამეხმარება გავიზარდო პროფესიული თვალსაზრისით, გავამდიდრო ჩემი პედაგოგიური გამოცდილება და საჭიროების შემთხვევაში გავუზიარო ჩემს კოლეგებსაც, მივიღო ეფექტური უკუკავშირი. აღნიშნული კვლევა წარმატებულს გახდის ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას და  დამეხმარება გავიდე იმ შედეგებზე რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
   ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის, რადგან პრიორიტეტული, საინტერესოა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა. კვლევის შედეგად ვლინდება გარკვეული ინტერესები, რომელსაც განვავითარებ
 პრობლემის აქტუალობა : ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა).  სწორედ ამიტომ ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტში სწავლების  ძირითად მიმართულებებს  წარმოადგენს კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. მასში  ვკითხულობთ, რომ კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამასთანავე ეს მიმართულება ემსახურება, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებასსწავლების დაწყებითი საფეხური  მოსწავლეებში კითხვის უნარის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენსსწორედ ამ პერიოდიდან უნდა გადაიდგას პირველი  ნაბიჯები მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისთვისკითხვის შესწავლის პროცესში მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება. ზოგიერთი მათგანისთვის კი ეს პროცესი განსაკუთრებულად რთულად მიმდინარეობს. ამ დროს მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რათა დროულად  მოხდეს მისი აღმოფხვრა  სასწავლო პროცესში  ადეკვატური სტრატეგიებისა და  აქტივობების გამოყენებით.
დაწყებით  კლასებში საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს წარმოადგენს. მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მოსწავლეთა ორთოეპიული -მართლწარმოთქმის,  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით.
კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.

მასწავლებელი, ცხადია, ყოველთვის ადევნებს თვალ-ყურს მოსწავლის  კითხვის სწავლების  პროცესს, და აფასებს მის პროგრესს, რასაც კლასზე ზოგადი დაკვირვების წესით ახორციელებს, მაგრამ რეალური შედეგების შეფასებას ისიც ართულებს, რომ ხშირად მათი მხრიდან სახელმძღვანელოში მოცემული საკითხავი ტექსტების მექანიკურად დაზეპირებას აქვს ადგილი. ამგვარად, მოსწავლე მოსმენილ და დამახსოვრებულ ტექსტს კითხულობს გაწაფულად , სინამდვილეში კი მას შესაძლოა სერიოზული პრობლემები ჰქონდეს კითხვაში და მასწავლებელმა ეს დროულად ვერ შეაფასოს.  ყოველივე ეს მოსწავლის სწავლაში (ნებისმიერ საგანში)  ჩამორჩენის მიზეზი ხდება. ეს უკანასკნელი კი იწვევს ბავშვის საკუთარი ძალების მიმართ რწმენის შერყევას და მასში დაბალი თვითშეფასების განვითარებას. მოსწავლე კარგავს სწავლისადმი მოტივაციას, რასაც ხშირად მოსდევს არასასურველი ქცევების გამოვლენა, მეგობრებისგან გარიყვა და სხვა.  ყოველივე ზემოთ თქმული მიგვანიშნებს, რომ საკვლევი საკითხი მეტად აქტუალური და საყურადღებოა, როგორც მოსწავლის სწავლის ხელშეწყობისთვის, ასევე მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის. ამის გათვალისწინებით, ანბანის შესწავლის შემდგომ, მოსწავლეებს  ჩავუტარე სკრინინგის ტესტი (ორწუთიანი კითხვა ინდივიდუალურად), რათა ადრეულ ეტაპზევე გამომევლინა მათი სწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები. სკრინინგმა გამოავლინა რისკის ჯგუფის მოსწავლეები, უშეცდომოდ, გაბმითა და სათანადო ინტონაციით კითხულობდა  1 მოსწავლე, კითხვის დროს  შეცდომებს უშვებდა 2 მოსწავლე, 2 მოსწავლეს კი უჭირდა სიტყვებისა და წინადადებების ამოკითხვა, მათი  კითხვის შედეგები ბევრად ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ ქართული ენისა და ლიტერატურის (კითხვის მიმართულებით) პირველი კლასის სტანდარტს.

diagrama

 დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი. მიუხედევად ჩემი დიდი მცდელობისა, მაინც  რატომ ვერ კითხულობდნენ სათანადოდ  I  კლასის მოსწავლეები. რა უნდა  გამეკეთებინა იმისათვის, რომ პრობლემა კითხვის საწყის ეტაპზევე აღმომეფხვრა, თორემ შემდეგ მისი მოგვარება უფრო გამიჭირდებოდა.  ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ჩამეტარებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,
 იმისათვის, რათა შემესწავლა არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მიზანმიმართულად დავხმარებოდი მოსწავლეებს კითხვის შედეგების გაუმჯობესებაში,  გადავწყვიტე  ჩამეტარებინა  სიღრმისეული კვლევა. საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად:
  როგორ გავაუმჯობესოთ  ეფექტური  და გაწაფული
           კითხვის უნარები პირველ კლასში


კვლევის მიზანი :  კვლევის მიზნების განსაზღვრისას  გავითვალისწინე, რომ ესგ-ის გეგმის მიხედვით კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე მასწავლებლის უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა.  ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვებად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება). ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, ამასთანავე მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც - მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან. 
 ასევე  საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს წარმოადგენს. მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მოსწავლეთა ორთოეპიულ-  მართლწარმოთქმის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით.
კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული.

აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:  
v  მოვახდინო კითხვის სწავლების პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და დავსახო მათი გადაჭრის გზები.
v  გავეცნო კითხვის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს, რათა მოვარგო ისინი მოსწავლეების და ჩემ საჭიროებას.
v  დავეხმარო მოსწავლეებს წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავებაში.
v  განუვითარო მათ წაკითხულის გაგება- გააზრების  უნარები;
v  ეფექტურად დავგეგმო შემდგომი სასწავლო პროცესი და დავხვეწო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა;
v  ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები და მიგნებები   გავუზიარო კოლეგებს;

 ძირითადი  დასკვნები :  კვლევის  პროცესში გამოყენებული მეთოდები  დამეხმარება  უფრო  ზუსტად  განვსაზღვრო  პირველ  კლასში კითხვის სწავლებისას  გამოვლენილი  პრობლემების რეალური მიზეზები, თუმცა ჩემი პირველადი  ვარაუდით  შეიძლება ვიფიქრო, რომ  მოსწავლეები შეძენილი უნარ-ჩვევებით, კოგნიტური განვითარებისა და სწავლის  ტემპით  ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც მათ სწავლის შედეგებზე აისახება.
 ასევე საყურადღებოა  ბავშვის ბუნების უშუალო წვდომა, მისი გრძნობებისადმი,                     დ. უზნაძის თქმით „სულიერი მღელვარებისადმი“ თანაგრძნობა.   აქ კი  მთავარ როლს მასწავლებელი ასრულებს, რომელსაც უნდა შეეძლოს „ ემპირიული ზედაპირიდან ადამიანის არსში შეღწევა“ (დ. უზნაძე „აღზრდის მიზნები“ 1910)
გარდა ამისა, ვფიქრობ, ოჯახური გარემოც მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ მოტივაციას -  წიგნის მიმართ სიყვარულსა და კითხვის შესწავლის სურვილის არსებობას. ვფიქრობ, ეს ფაქტორიც აუცილებლად იქნება  არსებული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი.


თავი I.  ლიტერატურის  მიმოხილვა:
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვხედავთ, რომ წიგნიერება პირველ ადგილზეა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციათა შორის. წიგნიერება  ვიწრო გაგებით  ნიშნავს კითხვისა და წერის ცოდნას, ფართო გაგებით, იგი მოიცავს მრავალფეროვანი ჟანრის, სტილის, თემატიკის ტექსტების შექმნას, განხილვას, გადამუშავებასა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. ეფექტური კითხვა,  თავის მხრივ,  გულისხმობს კითხვის ტექნიკის გაწაფვას და წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას. როგორც კვლევები ცხადყოფს, ზოგადი განათლების სხვადასხვა  საფეხურზე, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს/სტუდენტებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და წერა.  თავის მხრივ, მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში. ყოველივე ცხადყოფს, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოსწავლის სწავლა განვითარებისთვის  საჭირო  ფუნდამენტური  პროცესების  განხორციელებაში  უდიდესი  პასუხისმგებლობა ეკისრება.  კითხვის უნარის განვითარება რთული პროცესია. ის ხუთი ძირითადი კომპონენტის განვითარებას გულისხმობს: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა, გაგება-გააზრება. ისინი ერთმანეთს ეფუძნება და ერთ-ერთი უნარის არარსებობა, მეორეს განვითარებას უშლის ხელს.  სხვადასხვა წყაროებიდან და კვლევებიდან მიღებული ეს ინფორმაციები ნათლად აჩვენებს, რომ პატარებისთვის  კითხვის სწავლება ადვილი არ არის, მით უფრო, ქართულ ენაზე. რადგან ამ საქმეს რთული სიტყვების (6-ზე მეტი ასოსგან შემდგარი სიტყვები) სიმრავლე ამძიმებს. საბავშვო ტექსტებში კი საკმაოდ მრავლადაა ასეთი  სიტყვები. ასე, რომ მასწავლებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროს, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს, რომ მან დაძლიოს კითხვაში გაწაფვის რთული საფეხურები.  წიგნიერების შესახებ  სხვადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან ვრწმუნდებით, რომ კითხვის შესწავლის პროცესებზე ბევრი განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ამ მხრივ ადრეული განათლება. მაგალითად, „მასწავლებლის წიგნში“ (ჯანელიძე.ა ლაბარტყავა ნ. 2014 : 23) ვკითხულობთ, რომ მკვლევარები ხაზს უსვამენ წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. კითხვის მიმართ მოსწავლის/ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპირობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად ჰქონდა მას, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება, ანუ რამდენად ხშირად უკითხავდნენ მას უფროსები წიგნებს.  აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვის უნარის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა. 
    კითხვის სწავლების პროცესებზე, რასაკვირველია, გავლენას ახდენს მოსწავლის კოგნიტური განვითარება. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ვინც ჟ. პიაჟეს აზრს  ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ სწავლა შედეგიანია მაშინ, თუ ის ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამება. ხოლო, ისინი ვინც ლ. ვიგოტსკის თეორიას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ პირიქით, სწავლა უწყობს ხელს განვითარებას.  როგორც არ უნდა იყოს, პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასი ერთი ჰომოგენური ჯგუფია, სადაც შედიან სხვადასხვა გამოცდილების, განვითარებისა და მიღწევების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელი იმგვარად უნდა წარმართავდეს სწავლებას, რომ ყოველმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი განვითარების ფარგლებში.  თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ინდივიდუალური განვითარების  უახლოესი ზონა (ლ. ვიგოტსკი) და მასწავლებელმა ამ  ზონის ფარგლებში უნდა გაუწიოს მათ კონსტრუქციული  დახმარება: „ბავშვის სწავლების პროცესი „ჯადოსნურ შუალედში“ უნდა მიმდინარეობდეს, როცა სწავლა მათთვის არც მოსაწყენი იქნება და  არც ძალიან რთული“(მ. მელიქიშვილი, 2012 : 21).  როგორ მოვიქცეთ? რა მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ  ამისთვის? ამ კითხვებზე  პასუხს  G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსების კრებულში (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, 2015.) ვკითხულობთ, რომელიც დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ეფექტურ და ინოვაციურ მიდგომებს/მეთოდებს სთავაზობს. კერძოდ, სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე - დიფერენცირებული სწავლება.  როგორც ამ კრებულშია აღწერილი, დიფერენცირებული სწავლება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების  სხვადასხვა მეთოდს მოითხოვს.  სწავლების  ამგვარი  მიდგომა წარმატებით გამოიყენება კითხვისა და წერის უნარების განვითარების პროცესში, რომლის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას გარკვეული საბაზო პრინციპები: • სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება.  • მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სწორად გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და თითოეულ ჯგუფს მიეცეს ადეკვატური სირთულის ტექსტები/დავალებები. • ყველა მოსწავლემ/ჯგუფმა  უნდა მიიღოს მიზნობრივი დახმარება  და უკუკავშირი კითხვის პროცესში და წერითი დავალებების შესრულებისას.
ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მოსწავლის უზარმაზარი სულიერი, პიროვნული  სიმდიდრის , მისი ბუნებრივი განვითარების -ეტაპების ღრმად შესწავლას. ამ როლს უზნაძე ექსპერიმენტულ პედაგოგიკას აკუთვნებს, რომლის ფუნქცია დღეს, ძირითადად, ბავშვისა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიას აქვს აღებული. მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა გახდის შესაძლებელს „ უმტკივნეულოდ შეუხამოს სოციალური ხასიათის მიზნები ბავშვის ბუნებრივი განვითარების მიმართულებას“. ( დ. უზნაძე „აღზრდის მიზნები“ 1910)
 როგორც გამოიკვეთა,  მოსწავლის  კითხვის  უნარების  გაუმჯობესებისკენ მიმართული გზები  მისი ინდივიდუალური  საჭიროებების  შეფასებაზე გადის.  შეფასება  ეფექტური სწავლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ რეგულარულ  შეფასებას  მნიშვნელოვნად დიდი წვლილი შეაქვს  მოსწავლის  კითხვის უნარის გაუმჯობესებაში. ის მასწავლებელს ეხმარება განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები  და  ადეკვატური ცვლილებები განახორციელოს სწავლების პროცესში. G-pried-ის  კრებულიდან ასევე  ვიგებთ, რომ კითხვის უნარის საკლასო შეფასების სამი  ძირითადი ტიპი არსებობს:  •
v  სკრინინგი - მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
v  დიაგნოსტირება - მოსწავლის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზების პოვნა;
v  პროგრესის  მონიტორინგი - სწავლება-სწავლის ეფექტურობის დადგენა, შუალედური შეფასება.
მასწავლებელი  კონკრეტული ტიპის შეფასების  მიზნით  იყენებს  შესაბამის ინსტრუმენტებს. თუმცა ზოგიერთი  კარგად შედგენილი ინსტრუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ორი  ან მეტი დანიშნულებით (როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტირების, ან მონიტორინგის მიზნით). სარესურსო კრებული,  ასევე, იძლევა  რეკომენდაციებს, თუ  როგორი ტექსტები და დავალებები უნდა შევარჩიოთ შეფასების ამათუიმ მონაცემებზე დაყრდნობით. ამგვარი მიდგომებით მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის კომპეტენციებს და მასწავლებლის დახმარებით, თანდათანობით ეუფლებიან გაგება-გააზრების სტრატეგიებს. მასწავლებელი, ასევე სხვადასხვა საშუალებებს  იყენებს პატარა მკითხველებში მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და  თვითრწმენის გასაღვივებლად. ამრიგად, სხვადასხვა ლიტერატურის დამუშავებისას ჩემთვის ნათელი გახდა, რომ კითხვის შესწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მიზეზები ინდივიდუალური და მრავალგვარია. თუმცა, სკრინინგისა და დიაგნოსტირების საფუძველზე შესაძლებელია კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა.

თავი II.  კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები):
2.1. საკვლევი თემის განსაზღვრა:
 კვლევის დაწყებამდე ჩამოვყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე   მთავარი საკვლევი კითხვა - როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ეფექტური და გაწაფული  კითხვის უნარების განვითარებაში ?
2.2. საკვლევი კითხვები:
მთავარ კითხვაში  დასმული  პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:

v  რა შემთხვევაში ავლენენ ბავშვები ეფექტური და გაწაფული  კითხვის უნარებს?
v  რა ფაქტორები უშლის ხელს მოსწავლეს მთლიანი სიტყვის ამოკითხვაში? 
v  როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება ფონოლოგიური უნარების გასააქტიურებლად?
v  ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებაში?
v  შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
v  ახდენს თუ არა გავლენას კითხვის უნარის განვითარებაზე ის თუ რა კოგნიტური განვითარების სტადიაზე იმყოფება მოსწავლე?
v  რამდენად აისახება მოსწავლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა კითხვის პროცესზე?
v  რამდენად არიან ჩართული მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში?







 თავი III.მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
აღნიშნულ  კითხვებზე  პასუხების  გასაცემად შევარჩიე  ადეკვატური კვლევის მეთოდები.

3.1.კვლევის  მეთოდები: კვლევის წარმატებით განხორციელების  და მისი შედეგების სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ჩართული დაკვირვება (აღწერითი, ფოკუსირებული და  შერჩევითი დაკვირვება); ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ); ანკეტირება.


აღწერითი  დაკვირვება: პირველი კლასის I- სემესტრის დასასრულს მოსწავლეთა შესაფასებლად   დავამზადე ზოგადი მონიტორინგის ფორმა, რომლის საშუალებითაც მინდოდა განმესაზღვრა პირველი კლასის მოსწავლეთა კითხვისა და წერის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვაკვირდებოდი მოსწავლეებს  და შედეგები შემქონდა მონიტორინგის ფორმაში.  ყოველივე ამან ნათლად გამოკვეთა რომ  მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი კითხვის მიმართულებით  ძალიან ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ  I კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს.
 
ფოკუსირებული დაკვირვება: აღწერითი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე გადავედი  შემდეგ ეტაპზე - ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. მისი  მიზანი იყო რისკის ჯგუფის მოსწავლეთა წარუმატებლობის  მიზეზების  დადგენა  და  დასკვნების  გამოყენება კითხვაში მათი  სუსტი მხარეების დასაძლევად.  ფოკუსირებული დაკვირვებისას ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირებები (იხ. დანართი 1. )რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან, სხვადასხვა უნარების შესამოწმებლად:  რამდენად სცნობდნენ ანბანის ყველა ასოს; ჰქონდათ, თუ არა განვითარებული ფონოლოგიური უნარები; რამდენად სწრაფად და სწორად ახერხებდნენ  სიტყვის დეკოდირებას  და /ან მის  ავტომატურად ცნობას;  იაზრებდნენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობდნენ. 
ამასთანავე დავამზადე მონიტორინგის რვეული, რომლისთვისაც შევადგინე ჯგუფური  დაკვირვების ფორმა  ესგ-ის კითხვის სტანდარტის მიხედვით (იხ. დანართი 2). ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და  მარტივი მონიშვნებით ადვილად ვახერხებდი დაკვირვების შედეგების  აღრიცხვას.  
ყოველდღიური დაკვირვებისა და დიაგნოსტიკური ტესტების საფუძველზე დამტკიცდა, რომ აღნიშნულ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები, რაც განაპირობებდა მათ დაბალ  შედეგებს კითხვაში.
შერჩევითი დაკვირვება: შერჩევითი დაკვირვების  ეტაპზე  სამი თვის განმავლობაში  ინდივიდუალურად ვაკვირდებოდი კითხვაში დაბალი შედეგების მქონე  მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარების განვითარების პროგრესს. პერიოდულად ვატარებდი დიაგნოსტიკურ ტესტირებებს კითხვაში. მონიტორინგის შედეგებს ვინიშნავდი ჩემს მიერ დამზადებულ  დაკვირვების ფორმაში (იხ.დანართი 3). 
ამავე პერიოდში მოსწავლეებს რეგულარულად ვთავაზობდი დამატებით აქტივობებს ფონოლოგიური უნარების გავარჯიშებისთვის. პარალელურად კი, მთელ კლასთან ვმუშაობდი გააზრებული კითხვის უნარის გავარჯიშებაზე და ამ კუთხითაც ვაწარმოებდი  პროგრესის  მონიტორინგს (იხ. დანართი 3 და 4.).
ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ): რადგანაც მოტივაცია და ზოგადად კითხვის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მოსწავლეში ეფექტური კითხვის უნარის განსავითარებლად, ფოკუსირებული დაკვირვების  შემდგომ, გადავწყვიტე  ჩამეტარებინა ფოკუსჯგუფი.  
წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით (იხ. დანართი 5.), ფოკუსჯგუფი ჩავატარე კითხვაში დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ რამდენად წიგნიერ გარემოში იზრდებოდნენ აღნიშნული მოსწავლეები; როგორი იყო მათი კითხვისადმი მოტივაცია; კითხვის შესწავლის პროცესთან დაკავშირებულ  სირთულეებზე  მოსწავლის  თვითშეფასება. ყოველივე ეს დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და  ასევე, მშობელთა გამოკითხვის ანკეტის მომზადებაში. 
ანკეტირება: ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად, შევსებისა და დაზუსტების მიზნით, ჩავატარე ანკეტირება.  ანკეტა (იხ.დანართი 6),  ითვალისწინებდა პირველი კლასის ყველა მშობლის მონაწილეობას. მისი შევსება მოხდა მშობელთა კრებაზე ინდივიდუალურად (იხ. დანართი 7).  მშობლებს დაურიგდათ  ანკეტის  ფურცლები, რომელშიც მათ დააფიქსირეს საკუთარი პასუხები.        მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა   დამედგინა  მშობელთა  ჩართულობის  ხარისხი მოსწავლის  სწავლის პროცესში და ასევე,  მოსწავლეთა  დამოკიდებულება  კითხვის პროცესის მიმართ.

3.2. მონაცემთა ანალიზი: აღწერითი დაკვირვებისას  მოსწავლეებში ნათლად გამოიკვეთ, რომ კითხვის მიმართულებით 2 მოსწავლე ძალიან ჩამორჩებოდა  ესგ-ით განსაზღვრულ  I კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს. კერძოდ, აღნიშნულ მოსწავლეებს არ შეეძლო სიტყვის მარცვლებად ამოკითხვა და შესაბამისად ვერ ასახელებდნენ  წაკითხული  სიტყვის მნიშვნელობას.  
ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი და სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს აღწერითი დაკვირვების შედეგები.

diagrama

 ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები (ქართ. I. 6;    ქართ. I. 7 ).
ქვემოთ წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი ცხრილისა და წრიული დიაგრამის საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს, კონკრეტულად რომელ ინდიკატორებში  ჰქონდათ მოსწავლეებს ყველაზე დაბალი (ამ  ინდიკატორების მაჩვენებელი  მონიშნულია წითლად და ლურჯად ) შედეგები.

diagrama

შერჩევითი დაკვირვება   გამოვიყენე კვლევის დასკვნით ეტაპზე. მისი ანალიზისას  გამოიკვეთა, რომ სწავლა/სწავლების პროცესი პროგრესულად  მიმდინარეობდა  მოსწავლეებში ფონოლოგიური უნარებისა  და ზოგადად, კითხვის უნარების განვითარების  კუთხით. 
შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე  ვახორციელებდი მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს, კითხვის უნარების განვითარებისა და  ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესაფასებლად. ასე რომ,  ამ ეტაპზე  თანადროულად  ვმუშაობდი, როგორც მოსწავლეთა კითხვის უნარების  განვითარებაზე, ისე   მიღწეული  შედეგების შეფასებაზე (იხ. ინტერვენციების შეფასებაში წარმოდგენილი მონიტორინგის დიაგრამა).  
diagrama

ფოკუსჯგუფის  ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ინტერვიუში (იხ. დანართი 9) მონაწილე თითქმის ყველა მოსწავლე  მეტნაკლებად წიგნიერ  ოჯახურ  გარემოში  იზრდება.  მოსწავლეთა პასუხებიდანაც  ჩანს, რომ მათ უყვართ წაკითხულის მოსმენა და სურვილსაც გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით.  თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უფროსებისგან  თანხმობას ვერ იღებენ, რადგან,  მოსწავლეთა თქმით, მშობლებს კითხვისთვის არ სცალიათ.  
ირკვევა ისიც, რომ ამ  ბავშვების  ოჯახებში  დეფიციტს არ  წარმოადგენს საბავშვო წიგნების  არსებობა.  ჩემს კითხვაზე: რომელია თქვენი საყვარელი მოთხრობა, თუ ზღაპარი? - თითქმის ყველა მოსწავლისგან ერთი და იგივე პასუხი - „ნაცარქექია“ და „წითელქუდა“  დაფიქსირდა.    
ინტერვიუს შემდეგი კითხვები დამეხმარა იმის დადგენაში, თუ რა დამოკიდებულება
გააჩნდათ მოსწავლეებს კითხვის შესწავლის პროცესთან დაკავშირებით.  მათი უმრავლესობა, ნაკლებად, მაგრამ მაინც გამოხატავს კითხვის შესწავლის მიმართ ინტერესს. მათ გაცნობიერებული აქვთ ის პრობლემები რაც ხელს უშლით გამართულად კითხვაში. აქვთ კითხვის საკუთარი სტრატეგია (მაგ.: ჩუმი კითხვა, ჩამარცვლით კითხვა ), რომელსაც ანიჭებენ უპირატესობას, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს მათ წაკითხულის გაგებაში  ეხმარება. 
მოსწავლეთა ინტერვიუდან  შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსწავლეებს გააჩნიათ კითხვის მიმართ მოტივაციის საკმარისი მუხტი, რომელიც ადვილად გაღვივდება სათანადო ყურადღებისა,  თუ მხარდაჭერის პირობებში და ამ მხარდაჭერაში  უდიდესი  როლი მასწავლებელთან ერთად, მშობლებსაც  ეკისრება.  
ანკეტირების ზოგადმა ანალიზმა დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, მშობელთა
ხმების  უმრავლესობა მოდიოდა  პასუხზე - „გ) ხშირად“. 
 ანკეტის საკითხები:
1.                    ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ წავუკითხოთ  ზღაპარილექსი, მოთხრობა და .;

2.                    ოჯახის  წევრები    ვუკითხავთ  საბავშვო  წიგნებს;


3.                    ვსაუბრობთ  წაკითხულის შესახებრა მოეწონა, რა არ  მოეწონა, რატომ და .;


4.                    ხალისითძალდატანების  გარეშე  იწყებს  მეცადინეობას   კითხვაში;


5.                    პრობლემის  შემთხვევაში   ითხოვს  ჩვენგან  დახმარებას; ~


6.                    უყვარს  წაკითხული  ტექსტის  შინაარსის  ჩვენთვის მოყოლაან  დახატვა  და  ნახატის  აღწერა.


7.                    სასკოლო საკითხავი ტექსტების გარდაცდილობს წაიკითხოს მისი  ასაკის შესაბამისი   სხვა  საბავშვო  ლიტერატურა;
 ( სავარაუდო პასუხებია: ხშირად;     იშვიათად;      არასოდეს;)
(ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე ნათლად ჩანს აღნიშნული  ანალიზის შედეგები).

diagrama

ამრიგად, თუ პასუხების გულწრფელობაში ეჭვს არ შევიტანთ, შეიძლება ითქვას,
რომ პირველი  კლასის მოსწავლეები მეტ-ნაკლებად წიგნიერ გარემოში იზრდებიან,  მაგრამ  რადგანაც, კლასის ზოგად მონაცემებზე დაყრდნობა რისკ ჯგუფის მოსწავლეთა შესასწავლად მკაფიო  დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა,   აქედან გამომდინარე, ცალკე შევკრიბე და გავაანალიზე იმ მშობელთა პასუხები, რომელთა შვილებიც ჩემი დაკვირვების მთავარ ობიექტს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, ჩემი წინასწარი მოლოდინი გამართლდა, მშობელთა ხმების  უმრავლესობა მოდიოდა  პასუხზე - „ბ) იშვიათად“. ერთეულ შემთხვევებში, კი პასუხად ფიქსირდებოდა  „ა) არასოდეს“. 
საბოლოოდ, ანალიზის შედეგად დადასტურდა,  რომ  მოსწავლეებში კითხვის შესწავლისას წარმოქმნილი პრობლემების  ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, რომ არაწიგნიერი ოჯახური გარემოა.  (იხ. მომდევნო  დიაგრამა). 

diagrama

 3.3. განხორციელებული  ინტერვენცია :
 კვლევის  შედეგებიდან  გამომდინარე შევიმუშავე  შემდეგი  ინტერვენციები:
1.                  სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურის გაცნობა კითხვის სწავლების თანამედროვე და ეფექტური მეთოდების შესახებ.  
2.                  მრავალფეროვანი ფონოლოგიური  და გააზრებული კითხვის სავარჯიშოების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
3.                  დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სწავლების პროცესში;
4.                  მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების რეგულარული  მონიტორინგი;
5.                  მშობლებთან  აქტიური თანამშრომლობა და მათი ინფორმირება, იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმარნენ  შვილებს კითხვის შესწავლის პროცესში.
6.                  კლასში წიგნიერი გარემოს მოწყობა.
 დავიწყე  დიფერენცირებული სწავლების დანერგვა კითხვის გაკვეთილებზე. ჩემი მიზანი იყო სწავლის პროცესში გამეთვალისწინებინა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და მიზანმიმართული დახმარება გამეწია მათთვის. 
 რეგულარულად ვახდენდი მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების მონიტორინგსჩემი მიზანი იყო დროულად შემეფასებინა კითხვის სწავლების პროცესის ძლიერი და სუსტი  მხარეები და მოსწავლეთა სწავლის პროგრესი, რათა ადექვატურად დამეგეგმა და ეფექტურად წარმემართა ჩემი შემდგომი მუშაობა.
დავიწყე მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა. მათ სისტემატიურად ვაწვდიდი მოსწავლეთა მიღწევა/ წარუმატებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებზე, თუ მშობელთა კრებებზე ყურადღებას ვამახვილებდი ისეთ თემებზე, როგორიცაა მშობლის როლი მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხებში; ოჯახური წიგნიერი გარემოს გავლენა ბავშვის კითხვის მიმართ ინტერესზე და სხვა. ვაწვდიდი შესაბამის ლიტერატურას მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. აქვე, ვაძლევდი მათ საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ დახმარებოდნენ  შვილებს კითხვის უნარების გაუმჯობესებაში. 
 ვიზრუნე კლასში წიგნიერი გარემოს შექმნაზე. ბავშვების მიერ მოტანილი საბავშვო ჟურნალებითა და G-PRIED-ს პატარა საბავშვო  წიგნებით მოვაწყეთ საკლასო ბიბლიოთეკა. მოსწავლეებს უფლება ჰქონდათ  დასვენებების პერიოდში შეერჩიათ მათთვის სასურველი მოთხრობა და წაეკითხათ. დავნერგეთ ისეთი პრაქტიკაც, რომლის დროსაც კითხვაში გაწაფული ბავშვები თავიანთ  მეგობრებს და უკითხავდნენ ერთობლივად შერჩეულ მოთხრობას, ან ზღაპარს.
 ამრიგად, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის მიმართ ინტერესის გაღვიძება და   მოტივაციის ამაღლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და იმის სურვილი, რომ  ბევრი ევარჯიშათ კითხვაში, რათა მომდევნო ჯერზე თავადაც წაეკითხათ მეგობრებისთვის საყვარელი მოთხრობები.

თავი IV.  ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება
4.1. ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარული მონიტორინგი მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად.
როგორც კვლევის მეთოდების ანალიზისას აღვნიშნე, შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე  პარალელურად ვახორციელებდი ეფექტური კითხვის უნარების განვითარებისკენ მიმართულ ინტერვენციებს  და  მისი  შედეგების  მონიტორინგს. რისკ ჯგუფის მოსწავლეებში ძირითადად ვაკვირდებოდი ფონოლოგიური უნარების განვითარების დინამიკას. ხოლო, ზოგადად, მთელ კლასზე ვახორციელებდი გააზრებული კითხვის უნარების მონიტორინგს.
ქვემოთ ნაჩვენებია სამი თვის მანძილზე მოსწავლეზე დაკვირვების შედეგების ანალიზი ფონოლოგიურ უნარებში და გააზრებული კითხვის უნარების მონიტორინგი ცხრილისა  და  ხაზოვანი დიაგრამის  სახით (ერთი კონკრეტული მოსწავლის მაგალითზე). მასში  ნათლად  ჩანს მოსწავლის სწავლის პროგრესი.

diagrama

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ მთელ კლასზე გააზრებული კითხვის უნარების მონიტორინგის
შედეგებიც, დიაგნოსტიკური ტესტების სახით (დანართი 4.). 

4.2. რეკომენდაციები:
ჩემი პრაქტიკის კვლევის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა  მაჩვენა, რომ  მოსწავლის  კარგ  მკითხველად  ჩამოყალიბების  პროცესი  ეფუძნება შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს:  
v  მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება
v  მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება
v  მასწავლებლისა და მშობლის მჭიდრო თნამშრომლობა;
v  მოსწავლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის  და კოგნიტური განვითარების გათვალისწინება.
v  წიგნიერი გარემო სკოლასა თუ სახლში.
აქედან  გამომდინარე,   შევიმუშავე  რეკომენდაციები  მოსწავლეებში  კითხვის  უნარის გასაუმჯობესებლად:
v  კითხვის ეფექტური სწავლებისთვის  აუცილებელია მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული ინდივიდუალური მონიტორინგი, რომელიც უნდა განხორციელდეს ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშნული მიმართულების  შედეგების მიხედვით;

v  მოსწავლეთა კითხვის შესწავლის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, რათა მოხდეს თითოეული მოსწავლის კოგნიტური განვითარების, მზაობის  გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. 

v  მოსწავლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება და სათანადო რეაგირება.
v  მოსწავლეებთან ფონოლოგიური სავარჯიშოებზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ  საანბანო პერიოდის მანძილზე, არამედ ის უნდა გაგრძელდეს ანბანისშემდგომი პერიოდის განმავლობაშიც სასურველი შედეგის მიღწევამდე. განსაკუთრებით  ეს აუცილებელია კითხვაში დაბალი შედეგების მქონე  მოსწავლეებთან. 

v  კითხვის სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის სისტემატიური ურთიერთთანამშრომლობა.  კერძოდ, ინფორმაციის გაცვლა მოსწავლის კითხვის შესწავლის პროცესებთან დაკავშირებით,  თუ  როგორია  მისი დამოკიდებულებები, ქცევა, ემოციების მართვა,  მიღწევები  და სიძნელეები  სკოლასა თუ  სახლში. 

საკლასო ოთახში უნდა გვქონდეს და  რეგულარულად შევთავაზოთ ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი საბავშვო საკითხავი ლიტერატურა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გავუწიოთ მშობლებსაც, რადგანაც ყველასათვის ცნობილია, რომ ბავშვის წიგნიერ გარემოში აღზრდა მისთვის კითხვის შესწავლის მაღალი მოტივატორი და კარგ მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ვინაიდან პირველ კლასში არ სრულდება მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბების პროცესი, საჭიროა მომდევნო კლასებშიც გათვალისწინებულ იქნას ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციები.



თავი V. დასკვნები
5.1. მიღებული შედეგების შეჯამება:
ჩემ მიერ პირველ კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ  მოსწავლეებში კითხვის შესწავლის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების  მიზეზები შემდეგია:

v  მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები;
v  სწავლა - სწავლების პროცესში  არ იყო გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი და განვითარების ტემპი;
v  არ იყო გათვალისწინებული მათი ფსიქო - ემოციური მდგომარეობა.
v  მოსწავლეები  აღიზარდნენ  ნაკლებ წიგნიერ  ოჯახურ  გარემოში.


აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის  მიზნით  ჩემ მიერ გატარებულ იქნა კონკრეტული ღონისძიებები. განხორციელებული ინტერვენციების შეფასებამ მიჩვენა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
 5.2.  მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
  კვლევის მსვლელობისას გამოიკვეთა მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ  ანკეტირებამ გამოავლინა, რომ  მშობლების უმეტესობა არ ინტერესდება შვილის  წიგნიერების  პროცესით.
  აქედან გამომდინარე  მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხი  შეიძება იყოს „ როგორ გავზარდოთ მშობელთა  ჩართულობა ბავშვის წიგნიერების პროცესში“.




თავი VI. ბიბლიოგრაფია
 გამოყენებული ლიტერატურა :

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო .
              ქართული ენა და ლიტერატურა, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, I-VI კლასები, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011.
              ჯანელიძე . ლაბარტყავა . კვირიკაშვილი . ქობალია .(2014) მასწავლებლის წიგნი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, • სასწავლო- მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, კითხვისა და წერის სწავლებს დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები,(2015) G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
              მელიქიშვილი .(2012) ლევ ვიგოტსკის  კოგნიტური განვითარების სოციოკულტურული თეორია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
              ტყემალაძე . დალაქიშვილი . თოფაძე . (2010) სწავლება და შეფასებამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
              ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გიორგაძე  „განვითარებისა და სწავლების თეორიები“  •            მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008.

ელექტრონული რესურსები:
              ზურაბიშვილი თ. სოციალურ მონაცემთა ცენტრი, თვისებრივი მმეთოდები სოციალურ კვლევებში. ინტერნეტში მოძიების თარიღი: 20.12.2016.  საიტის მისამართი: http://old.ucss.ge/geo/
              ჩახაია ლ. 10.01.2014. ინტერნეტგაზეთი, პრაქტიკული საკლასო კვლევა, მოძიების თარიღი:22.12.2016. საიტის მისამართი: http://mastsavlebeli.ge/

თავი VII. დანართი
დანართი 1 სკრინინგული ტესტირების შედეგები

 დანართი 2                                    ჯგუფური  დაკვირვების  ფორმები ქართ. I. 6. მოსწავლეს  შეუძლია  ანბანური  პრინციპის  გაგება და  გამოყენება.
3- მაღალ  დონეზე გამოავლინა;     2- საშუალო დონეზე გამოავლინა ;     1 - საჭიროებს გაუმჯობესებას;

თვე
   დ ა
რიც ხვი


N
მოსწ ავლ
(სახე ლი და გვარ
ი)
თავისუფლად ცნობს ხშირადგამოყენ
ებული  სიტყვი ს
ორთოგრაფიულ
ხატს
ადარებ ს
სხვადას
ხვა სიტყვის
ორთოგ რაფიუ
ხატებს, პოულო
ბს
საერთო
მარცვლ
ებს, ასოებს;
ნაცნობ სიტყვე ბში ცნობს და წარმო თქვამს ასოებს; სიტყვა თა
ჩამონა თვალშ ი
პოულ ობს წინასწა რ
მითით ებულ ასოს, მარცვა ლს;
ასოებს
ამთლიანებ ს
მარცვლება
, მარცვლებს
-
სიტყვებად ;სიტყვებში გამოყოფს და
წარმოთქვა მს
მარცვლებს
,
მარცვლებშ იასოებს;
ასოებისაგან,მა რცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
ცნ ობს ანბ
ანი ს
ყვე ლა ასო
.
ჯამურ
   ქულ
1








2








3








4








5








6










ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა;

3- მაღალ დონეზე გამოავლინა;      2- საშუალო დონეზე გამოავლინა ;        1 - საჭიროებს გაუმჯობესებას;
თვ
   და რი ცხ
ვი
 მოსწავლე
  (სახელი და გვარი)
თავისუფლა
        ცნობს ხშირად გამოყენებუ ლი  სიტყვის
ორთოგრაფი
ულ ხატს;
ადარებს
სხვადას
ხვა სიტყვის
ორთოგ რაფიუ
ხატებს, პოულო
ბს
საერთო
მარცვლ
ებს, ასოებს;
ნაცნობ სიტყვე ბში ცნობს და წარმო თქვამს ასოებს; სიტყვა თა
ჩამონა თვალშ ი
პოულ ობს წინასწა რ
მითით ებულ ასოს, მარცვა ლს;
ასოებს ამთლ
იანებს მარცვ ლებად
,
მარცვ ლებს - სიტყვე ბად; სიტყვე ბში გამოყ ოფს და წარმო თქვამს მარცვ ლებს, მარცვ ლებში
ასოებს
;
ასოებისაგან,მა რცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
ცნო ბს ანბ
ანი ს
ყვე ლა ასო
.
ჯამური
   ქულა

1








2








3








4








5








6
















ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის წაკითხვა და გაგება.


თვე   და რიც ხვი
მოსწავლე  ( სახელი და
გვარი)
აკავშირე ბს
ასოებს
ბგერებთ
ან             და
ამთლია
ნებს მათ
მარცვლე ბად, სიტყვებ ად (წარმოთ
ქვამს
სიტყვათა ჩამონათვ ალში
პოულობ ს
მითითებ ულ
სიტყვას;
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
წინადა დების
საზღვრე
ბის შესაბამი სად აკეთებს პაუზას;
აგრძელ
ებს სხვის მიერ
დაწყებ ულ
კითხვა ს
სათანა დო
ადგილ
იდან
ჯამური  ქულა



სიტყვებ
);







1








2








3








4








5








6








7








8








            




 






                                            
ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
თვე   და რიცხვი
მოსწავლე  (სახელი და გვარი)
ქმნის მთლიანი
ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ ინსტრუქციებს   
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ჯამური ქულა

1





2





3





6





5






6













დანართ3

ინდივიდუალური  დაკვირვების  ფორმა 1 მოსწავლე: ------------------------------------------ უნარირომელსაც  ვაკვირდები:  
ქართ. I. 6. მოსწავლეს  შეუძლია  ანბანური  პრინციპის  გაგება და  გამოყენება.
3- მაღალ  დონეზე გამოავლინა;     2- საშუალო დონეზე გამოავლინა ;     1 - საჭიროებს გაუმჯობესებას;








თვე   და რიც ხვი
თავისუფლად ცნობს ხშირადგამოყენებ
ული  სიტყვის
ორთოგრაფიულ
ხატს
ადარებს
სხვადასხ
ვა
სიტყვის ორთოგრ აფიულ ხატებს,
პოულობ
საერთო
ნაცნობ
სიტყვებ
ში ცნობს და
წარმოთ ქვამს ასოებს; სიტყვა
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად
, მარცვლებს
-
სიტყვებად;ს იტყვებში გამოყოფს და
ასოებისაგან,მარ ცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
ცნო ბს ანბა ნის ყვე ლა ასო
.
ჯამური
  ქულა


მარცვლე
ბს, ასოებს;
თა ჩამონათ ვალში
პოულო ბს წინასწა რ
მითითე ბულ
ასოს, მარცვა ლს;
წარმოთქვამ
მარცვლებს, მარცვლებში
ასოებს;